მთავარი » 2008 » ოქტომბერი » 12 » ახალი დეტალები Windows 7-ის შესახებ
ახალი დეტალები Windows 7-ის შესახებ
12:48 PM
ახალი დეტალები Windows 7-ის შესახებ როგორც იცით, კორპორაცია Microsoft-ი 2010 წლისთვის გეგმავს ბაზარზე გამოუსვას ახალი ოპ. სისტემა - Windows 7. დღესდღეობით პროექტს ახალი წინამძღოლი ჰყავს სტივენ სინოფსკის (Steven Sinofsky) სახით. ცოტა ხნის წინ სინოფსკიმ თავის ინტერვიუში CNET-თან, გაამხილა რამდენიმე დეტალი ახალი ოპერაციული სისტემის შესახებ. სტივენ სინოფსკი პირველ რიგში სინოფსკიმ დადასტურა, რომ "მიკროსოფტი გეგმავს გამოუშვას ახალი ოპერაციული სისტემა Windows Vista-ს ბაზარზე გაშვებიდა სამი წლის შემდეგ", თუმცა მან თავი შეიკავა და არაფერი თქვა ბილ გეიტსის განცხადებაზე მაიამიში, სადაც მაიკროსოფტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სავსებით შესაძლებელია Windows 7 2009 წელს ვიხილოთ, თუნდაც Beta ვერსია. სინოფსკიმ ასევე განაცხადა, რომ Windows 7-ის გრაფიკული ძრავი ახალი იქნება და არ იქნება პირდაპირ კოპირებული Vista-დან. და რაც მთავარია პროექტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ Windows 7-ის ბირთვი არის ევოლუცია Windows Server 2008-ის ბირთვისა, რომლის ბირთვიც, თავის მხრივ, არის ევოლუცია Windows Vista-ს ბირთვისა. მისი თქმით, ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ Windows 7 ახალ დრაივერების პრობლემას არ წარმოქმნის, იგი სრულად იქნება თავსებადი Windows Vista-სთან. ეს ეხება პროგრამების თავსებადობასაც. საერთოდ, სონოფსკის განცხადებით Windows 7 თავსებადობის საკითხში საკმაოდ ლოიალური იქნება. ასევე, მისი განცხადებით, ახალი ოპ. სისტემა გამოვა როგორც 32 და 64 ბიტიანი ვერსია ანუ 32 ბიტი 2010 წელშიც ცოცხალი იქნება :-) მართალია, სტივენ სინოფსკიმ ბევრი დეტალი არ გაგვიმხილა, მაგრამ ეს ასეც უნდა ყოფილიყო. უკვე მიჩვეული ვართ მაიკროსოფტისგან მსგავს ტაქტიკას. ამას მომგებიანი მხარეც აქვს: მომხმარებლის ინტერესი იზრდება. იმედია, Windows 7 მართლაც ღირსეული პროდუქტი იქნება. საკითხავია, შეძლებს Windows 7 იმას, რაც ვერ შეძლო Vista-მ? ანუ გადაუსწრებს თუ არა XP-ს წარმატების მაჩვენებლით? "კომპინფო"
კატეგორია: ComputeR | ნანახია: 926 | დაამატა: sandro-88 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ComputeR [18]
New Technology [22]
NewS [21]
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2008  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ დიზაინი?
Total of answers: 23
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა