ჟურნალ Software Development Times-ის ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ Microsoft-ის შიდა ორგანიზაციული დოკუმენტი, რომელშიც საუბარია ოპერაციული სისტემის Windows-ის შეცვლაზე. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა ახალი ოპერაციული სისტემის სახელი Midori-ი იქნება. ახალი ოპერაციული სისტემა ძირითადად მიმართული იქნება ინტერნეტ კომუნიკაციების დახვეწისაკენ. მასში იქნება გაუმჯობესებული ინტერნეტ ბრაუზერი და სხვა საკომუნიკაციო პროგრამები.
ვარაუდობენ, რომ Midori-ი გამოვა Windows 7-ის შემდგომ. იგი იმუშავებს x86 და x64 პლატფორმებზე, აგრეთვე კომპიუტერის სხვა სტანდარტულ საოფისე კონფიგურაციებზე. Microsoft-ის ვირტუალიზაციისაკენ სწრაფვა აიხსნება იმით, რომ მათ სურთა ახალი ოპერაციული სისტემა, რომელსაც არ ექნება სისტემური შეცდომები, მოგვარებული იქნება უსაფრთხოების და კომუნიკაციის პრობლემები.
Microsoft-ის ტექნოლოგიების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ რადერმა დაადასტურა საიდუმლო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია. მან აღნიშნა, რომ მსგავსი პორექტის განხორციელება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ ექსპერიმენტალურ დონეზე.
ტნიუს.გე