მთავარი » 2008 » ოქტომბერი » 12 » ბილ გეიტსი წავიდა!..
ბილ გეიტსი წავიდა!..
9:13 PM
33 წლის განმავლობაში ბილ გეიტმა მთელი თავისი ენერგია Microsoft-ს მიუძღვნა. შედეგად, მისი კორპორაცია დღეს უდიდესი და შეუჩერებელი სოფტვეირ გიგანტია. ბილ გეიტსის გზა, ესაა გზა ჰარვარდის უნივერსიტეტიდან გამოგდებიდან მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანამდე. მართლაც აღსანიშნავია ბიოლ გეიტსის პირადი ქონების საერთო ოდენობა - 50 მილიადი დოლარი, თუმცა, გაცილებით მნიშვნელოვანია ის კვალი, რომელიც მან ტექ. ინდუსტრიაზე დატოვა. DOS-იდან დაწყებული, მაიკროსოფტის ოპ. სისტემები ბაზარზე ყოველთვის დომინირებდა. დღეს Windows-ი პრაქტიკულად სტანდარტადაა ქცეული. 33 წლის განმავლობაში, მაიკროსოფტის დაარსებიდან Windows Vista-მდე პერიოდში ბილ გეიტმა შეძლო გაეკეთებინა ის, რაც უამრავი ადამიანისთვის ოცნების სფეროს სცდება. 27 ივლისს, პარასკევს, 33 წლის შემდეგ მაიკროსოფტში - კომპანიაში, რომელიც ბილმა პოლ ალენთან, თავის მეგობართან ერთად დააარსა ნიუ მექსიკოში 1975 წელს - გეიტსმა თავისი ბოლო სამუშაო დღე გაატარა. ბილ გეიტსს ეს ნაბიჯი უცბად არ გადაუდგამს. 2000 წელს ბილი მაიკროსოფტის აღმასრულებელი დირექტორი პოსტიდან გადადგა და ამ თანამდებობაზე სტივ ბალმერი დაინიშნა. შემდეგ იყო მთავარი პროგრამული არქიტექტორის თანამდებობა, რომელზეც ახლა რეი ოზია (Ray Ozzie) დანიშნული. პროგრამული არქიტექტორის თანამდებობიდან ბილ გეტსი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა.
ზოგი შიშობს, რომ ბილ გეიტსის შემდეგ Microsoft-ს გაუჭირდება იფიქროს და იმოქმედოს ისე, როგორც იგი ამას დამაარსებლის ხელში აკეთებდა. ამას ემატება ისიც, რომ სტივ ბალმერი აპირებს 10 წელიწადში გეიტსის კვალს გაჰყვეს. რეი ოზი გეიტსისა და ბალმერის ტოლია, 10 წელიწადში ისიც 60 წლის იქნება და ჯერჯერობით უცნობია ვინ ჩაუდგება სათავეში 10 წლის შემდეგ მაიკროსოფტს. ბილ გეიტსი გეგმავს თავისი წვლილი შეინატოს გემის მართვაში - იგი კვლავ განაგრძობს დირექტორთა საბჭოს სხდომებზე დასწრებას (თავმჯდომარის რანგში) და იქნება სტივ ბალმერის მრჩეველი იქამდე, სანამ ის გადადგება. ბილ გეიტსი თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ოჯახსა და ქველმოქმედებას დაუთმობს. ბილსა და მის ცოლს უკვე დაარსებული აქვთ "ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი", რომელიც მსოფლიოში უდიდესი საქველმოქმედო ორგანიზაციაა. 14 წლის განმავლობაში ფონდმა 37.3 მილიარდი დოლარი გაიღო სხვადასხვა საქმიანობისთვის. ამას ემატება 16.5 მილიარდი გრანტების დასაფინანსებლად. ბილი და მელინდა გეგმავენ მთელი თავიანთი ქონება სიკვდილიდან 50 წლის განმავლობაში მთლიანად საქველმოქმედო საქმიანობისთვის დახარჯონ. გეიტსს იმედი აქვს, რომ თავისი ფინანსური შემწეობით მოახერხებს შიდსისა და მალარიის ძირფესვიანად ამოთხრას. მოკლედ რომ ვთქვათ, ბილ გეიტსი კაცობრიობის უდიდესი და უსაშინლესი დაავადებების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას (უფრო სწორად, ეს ბრძოლა უკვე დაწყებულია, რადგან გეიტსების ფონდი აქამდეც აფინანსებდა ამ დაავადებების წინააღმდეგ მომუშავე ადამიანებს). იმედია, ბილი აქაც ისეთივე წარმატებული აღმოჩნდება, როგორც ტექნო ინდუსტრიაში. და მაინც, რა არის ბილ გეიტსის უდიდესი დამსახურება? ის, რომ მისი ძალისხმევით კომპიუტერი პერსონალური გახდა (PC). შეიძლება ითქვას, რომ კომპიუტერი დღეს უკვე აღარ არის ფუფუნების საგანი (ცხადია, არ ვგულისხმობ Hi-End კლასის კომპიუტერებს). რომ არა ბილი, ინდუსტრია ალბათ დაახლოებით 10 წლით იქნებოდა ჩამორჩენილი. ბილ გეიტსმა რამდენიმე გამოსამშვიდობებელი სიტყვაც წარმოთქვა, სადაც იგი თვალცრემლიანი იყო და ეს გასაგებიცაა. ბილ გეიტსი ყოველთვის გვემახსოვრება, როგორც პროგრამირების გურუ, გენიოსი, წარმატებული და ულმობელი ბიზნესმენი, საოცრად კონკურენტუნარიანი, ქარიზმატული, უდიდესი სტრატეგი, მოვლენების სისტემური ხედვისა და გლობალური აზროვნების მქონე ადამიანი. მიუხედავად იმისა, რა დამოკიდებულება გაქვს მაიკროსოფტისა და ბილ გეიტსისადმი, შეუძლებელია, წაიკითხო მათი მოკლე ისტორია და რაღაც არ იგრძნო... არ იგრძნო, რომ შენს გარშემო ის ძალა ტრიალებს, რომელიც ამ კაცმა შექმნა... გეიტსი შესაძლოა მუდამ თან სდევდეს მაიკროსოფტს აჩრდილივით, მაგრამ როდესაც იგი მწუხრში გაუჩინარდება, ტექნოინდუსტრია წუთიერად შეჩერდება, რათა გააცნობიეროს იმ ადამიანის წასვლა, რომელმაც იგი შექმნა... P.S. მიუხედავად დიდი მცდელობისა, შეუძლებელია ბილ გეიტსის დამსახურების სრულფასოვნად აღწერა. ეს ვერ შევძელი მეც. ყველას შეგიძლიათ "გახდეთ ბილ გეიტსი", უბრალოდ, ამისათვის საჭიროა გახასიათებდეთ ან გამოიმუშავოთ ის თვისებები, რაც ბილ გეიტსს ჰქონდა და უნდა იცოდეთ, როდის რა მოიტანს უდიდეს წარმატებას ბიზნეს საქმიანობაში. და კიდევ, მესმის, რომ ზოგიერთს შესაძლოა ჩემი ნაწერი ძალიან სუბიექტური მოეჩვენოს. ალბათ ეს ასეცაა, როცა წერ ისეთ ადამიანზე, რომელსაც უდიდეს პატივს სცემ (მიუხედავად იმისა, რომ რეალურად იგი არასდროს გინახავს და ურთიერთობა არ გქონია მასთან), შეუძლებელია არ იყო ზოგჯერ სუბიექტურით.
კატეგორია: ComputeR | ნანახია: 1016 | დაამატა: sandro-88 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ComputeR [18]
New Technology [22]
NewS [21]
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ დიზაინი?
Total of answers: 23
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა