ექსტრემალმა ალექს როიმ თავისი რეკორდი გააუმჯობესა. ალექს როიმ 31 საათსა და 4 წუთში დაფარა მანძილი ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესამდე.
მოძრაობის საშუალო სიჩქარე საათში 145 კილომეტრი იყო. როი მოძრაობდა თავისი ფორსირებული „ბეემვეს“ ავტომობილით.
როის მოძრაობა არ ქონდა შეთანხმებული ქვეყნის ხელისუფლებასთან, რის გამოც შეიძლებოდა იგი რამდენიმე წლით დაეპატიმრებინათ, რადგან როიმ სიჩქარის რეჟიმის დარღვევით გაიარა 13 შტატის ტერიტორია.
როიმ წინა რეკორდი 1983 წელს, 32 საათსა და 17 წუთში დაამყარა.