კიოტოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ სამი ხუთ-ხუთი წლის მაიმუნი და 12 სტუდენტი. გამოკვლევის ავტორი კი არის ტეტსურო მატსუზუვა. მაიმუნები და სტუდენტები გადიოდნენ ექსპერიმენტს სადაც სეანსის დროს, მონაწილეებს სენსორულ მონიტორზე აჩვენებდნენ ცხვა ციფრს. როდესაც მოთამაშეები შეეხებოდენ ერთიანს, დანარჩენი რვა ციფრი იფარებოდა თეთრი კვადრატით. ექსპერიმენტის მონაწილეებს კი უნდა გაეხსნათ ზრდადობის მიხედვით. იმის და მიუხედავად რომ მაიმუნებს უფრო მეტი შეცდომა ქონდათ, დავალება უფრო სწრაფად შეასრულეს ვიდრე სტუდენტებმა. მაიმუნმა აიუმ კი დავალება ყველაზე კარგად შეასრულა და მეორე დონეზე გავიდა, სადაც ცხრა სტუდენტი გამოდიოდა მის წინააღმდეგ. მაიმუნმა ზუსტად შეასრულა დავალება და 80% დააგროვა, როდესაც ზოგიერთ სტუდენტს 40% - იც არ ქონდა დაგროვებული. მეორე ტესტის დროს ეკრანზე დროის მოკლე მონაკვეთში ინთებოდა ხუთი ციფრი, რომლის ადგილას მალევე ჩნდებოდა თეთრი კვადრატები. ისინი ისევ ზრდის მიხედვით უნდა გაეხსნათ. თავდაპირველად მაიმუნი და მისი მოწინააღმდეგეები ერთნაირი ქულებით იყვნენ, მაგრამ შემდეგ დროის მონაკვეთი შეამცირეს ოთხ მეათედ წამამდე და მაიმუნმა ყველა მოწინააღმდეგე ჩამოიტოვა. ტეტსურო მატსუზუვამ გამოთქვა ვარაუდი რომ მაიმუნების გამარჯვება შეიძლება აიხსნას იმით, რომ ადამიანების წინაპრებმა ევოლუციის დროს ნაწილობრივ დაკარგეს მოკლედროითი მეხსიერების ნიჭი და ადგილი თავის ტვინში, რომელიც ამისთვის იყო განკუთვნილი და ის მეტყველებითმა ჩვევებმა დაიკავა.