კომპანია iRex-მა გამოუშვა ახალი, სუპერთანამედროვე ელექტრონული წიგნი iLiad Book Edition-ი, რომელიც დღეს-დღეობით ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული გამოგონებაა.
გარდა იმისა, რომ ახალი ელექტრონული წიგნი აღჭურვილია თანამედროვე და უნიკალური ,,ტვინით", მასში ჩამონტაჟებულია აგრეთვე 400 მეგაჰერციანი XScale-ის პროცესორი. ინფორმაციის შეყვანა და რედაქტირება ახალ გამოგონებაში ხდება სენსორული ეკრანის მეშვეობით. ამ პატარა კომპიუტერს აქვს ქსელური ადაპტერის Ethernet-ის მხარდაჭერის უნარი, რომელიც საშუალებას იძლევა ინფორმაციის გაცვლისა 100 მბ/წმ-ში. მთავარი უპირატესობა iLiad Book Edition-ისა არის ის, რომ მას გააჩნია 8,1 დიუმიანი ეკრანი, რომლის გაფართოვება შეადგენს 768 x 1024 პიქსელს. დისპლეის შეუძლია აღიქვას ვერცხლის 16-ნაირი შეფერილობა. თანამედროვე წიგნი აღჭურვილია აგრეთვე 64 მბ ოპერატიული მეხსიერებით. მისი მეშვეობით შეგიძიათ იმუშაოთ PDF / HTML / TXT / JPG / BMP/ PNG / PRC გაფართოვების მქონე ფაილებთან. მისი წონა 435 გრამს შეადგენს.
როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ iLiad Book Edition-ის ფასი 770 დოლარი იქნება.