კომპანია iRiver-მა გამოუშვა ახალი მძლავრი მუსიკალური პლეერი Volcano, რომელიც გასაოცრად პატარა და ფუნქციონალურია.
მთელი ინფორმაცია ფლეერის მუშაობის შესახებ გამოისახება 1 დიუმიან დისპლეიზე, ხოლო კომპიუტერიდან ინფორმაციის გადატანა ხდება USB კონექტორით, რომელიც პლეერის კორპუსში იმალება. ახალ მოდელს აქვს შემდეგი მუსიკალური ფაილების აღქმის უნარი: MP3, WMA, ASF და OGG. პლეერის დამატებითი ფუნქციებიდან აღსანიშნავია დიქტოფონი, რადიო და რადიო გადაცემების ჩამწერი. iRiver Volcano-ს მუშაობის ხანგრძლივობა დატვირთულ რეჟიმში შეადგნეს 11 საათს.
არსებობს პლეერის ორი მოდიფიკაცია 1 და 4 გბ-იანი მეხსიერებებით. სულ გამოშვებულია 5 ფერის კორპუსი Volcano-სათვის. გარდა ტრადიციული შავი და თეთრი ფერებისა არის კიდევ ცისფერი, ვარდისფერი და შოკოლადისფერი კორპუსები. პლეერის ღირებულება დამოკიდებულია მის მეხსიერებაზე. როგორც ვარაუდობენ ევროპის ბაზარზე iRiver Volcano 2008 წლის ივლისში გამოჩნდება.