კომპანია Asus-მა გადაწყვიტა გამოუშვას ვიდეოკარტა, რომელიც ნოუთბუქს შეუერთდება გარეთა პორიტით Express Card-ით. მსგავსი გამოგონებით ისინი მნიშვნელოვნად გაზრდიან ნოუთბუქის ვიდეოკარტის მუშაობის ხარისხს და ხანგრძლივობას. ახალი ვიდეოკარტა იქნება დაფუძვნებული GeForce 8600 GT-ზე და ექნება ყველა ვიდეოკარტასთან მუშაობის მხარდაჭერა. ახალ გამოგონებას ექნება ფერადი დისპლეი და მასზე განლაგებული კლავიში, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება ხმის და ვიდეოკარტის სამუშაო სიხშირის რეგულირება. თხევადკრისტალურ ეკრანზე ნაჩვენები იქნება კარტის ტემპერატურა, მუშაობის სიხშირე, ვინტილიატორის ბრუნების რაოდენობა და ა.შ. დამატებით Asus-ის ვიდეოკარტას აქვს USB 2.0 პორტი და Dolby Pro Logic II, Dolby Digital Stereo, Dolby Virtual Speaker და Dolby Headphone-ი.
ვარაუდობენ, რომ ASUS XG Station-ის ფასი 300 ევრო იქნება.