ახალი გამოგონების მთავარი უპირატესობა TriDef-ი სისტემაა, რომელიც სპეციალური კომპონენტების წყალობით ვიდეო ფაილებს სამგანზომილებიან ეფექტს ანიჭებს.
ეკრანზე გამოსახულების დანახვა სპეციალური სტერეო სათვალეებითაა შესაძლებელი. სათვალეში მარცხენა თვალით შესაძლებელია მკვეთრი ხაზების დანახვა, ხოლო მარჯვენა ნაწილით მკრთალი ხაზების ყურება. ეს ყოველივე კი ქმნის სამგანზომილებიან ეფექტს.
რაც შეეხება მონიტორს იგი LCD-ეკრანია, რომლის გაფართოებაც არის 1680×1050-ზე. კონტრასტი 1000:1, ხოლო ფერები 16,5 მილიონი. ეკრანში ჩამონტაჟებულია სამ ვატიანი დინამიკები.
მონიტორის კომპლექტში შედის სპეციალური სათვალე, თამაშები, მონიტორის დრაივერი.