მაშ ასე ჩვენს წინაშეა Cooler Master, რომელსაც სენსაციური წონა და გაბარიტები აქვს. უფრო კონკრეტულად კი 127.28 x 127.28 x 160 მმ, მისი წონა კი 1045 გრამია.
ქულერის ძირითადი კონსტრუქცია შედგება 6-ი 6მმ-იანი ნიკელის ტრუბისაგან, რომლებიც გადიან აგრეთვე ნიკელის მსგავსი ნივთიერებით დაფარულ ფირფიტებში.
სულ გამოყენებულია 48 ფირფიტა, რომელთა სისქეც 0.4~0.5 მმ-ია, 20 მათგანი, რომლებიც თავსა და ბოლოში არიან განლაგებულები X ტიპისაა, ხოლო დანარჩენი 28, ქულერის ცენტრალურ ნაწილს ქმნიან. დაშორება ფირფიტებს შორის 4 მმ-ია.
ბოლო შვიდი ფენა უფრო მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული, მათ შორის დაშორება მხოლოდ 2 მმ-ია. ეს ყველაფერი საკმარისი ნამდვილად არაა იმისათვის, რომ ქულერმა გააგრილოს გადატვირთული პროცესორი, თუმცა ეს Cooler Master-ში უჩვენოდაც იციან. მათ შეიმუშავეს გაგრილების ახალი სისტემა, რომელიც სითბური სენსორის მიხედვით მუშაობს. ახალი ქულერის სტანდარტულ რეჟიმში მუშაობა ტოლია სხვა ქულერების დატვირთვის მაქსიმალური დონისა. ამ ყველაფერთან ერთად ფენებს შორის ადგილები ხელს უწყობენ წარმოქმნილი ჰაერის ნაკადის გაგრილებასა და ერთ ადგილში კონცენტრაციას.
ერთი უცნაურობა აქვს ახალ ქულერს, ფირფიტებსა და მილებზე არ არის არც შედუღების და არც წებოს კვალი, თუმცა ისინი ერთმანეთში ძალზედ ძლიერად არიან ჩასმულები.