ამერიკელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ სადილობისას წითელი ღვინის მიღებამ შეიძლება ორგანიზმზე უკეთესი გავლენა მოახდინოს, ვიდრე დიეტამ ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.
ასევე შეადარეს ამერიკელების და ფრანგების ჯანმრთელობა, იმის და მიუხედავად რომ ფრანგები მაღალ კალორიული საკვებით იკვებებიან, ასევე ფრანგები გამოირჩევიან კარგი ჯანმრთელობით და ნაკლებად აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებით, ვიდრე ამერიკელები.
ეს იმიტომ რომ ფრანგები ჩვეულებრივ სადილობისას ჭიქა ღვინოს მიირთმევენ.
ცნობილი იყო რომ წითელი ღვინო შეიცავს ანტიოქსიდანტს, ასევე რესვერატროლს, რომელიც ორგანიზმს სიბერის გამომწვევი დაავადებისგან იცავს. ასევე გამოიკვლიეს რესვერატროლის მოქმედება სხვადასხვა ორგანოზე. ყველაზე უკეთ მოქმედებს გულზე, ასევე მოქმედებს კუნთების ქსოვილზე და ტვინზე. სწორედ ამ ორგანოების დაცვის საშუალებით ადამიანი ინარჩუნებს ახალგაზრდობას.