გამოცდების ციებ-ცხელებასთან ერთად მოგეხსენებათ რომ სტუდენტები მეცადინეობაში ღამეებს ათენებენ იმისათვის რომ მაღალი ქულები მიიღონ, ამისათვის კი ამერიკაში, ძილის შემსწავლელმა ცენტრმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა გამოკვლევა იმ სტუდენტებს შორის, რომლებიც ღამეებს ათენებენ მეცადინეობაში გამოცდების წინ და რომლებიც გამოცდების წინ ჯანმრთელ ძილს ამჯობინებენ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს შეფასების სისტემა 0 - დან (ძალიან ცუდი) 4 ქულამდე (ფრიადი).
გამოკითხვა 120 სენტ-ლორენსის უნივერსიტეტის სტუდენტი მონაწილეობდა. სტუდენტებს, რომლებსაც არასდროს გაუთენებიათ ღამე წიგნებთან საშუალოდ 3.1 ქულაა. მათ ვინც გამოცების წინ ღამეებს ათენებს საშუალოდ 2.9 ქულა დააგროვეს.
კვლევის ხელმძღვანელი ფსიქოლოგიის პროფესორი პამელა ტერჩერმა განაცხადა: „სხვაობა დიდი არ არის, მაგრამ შესამჩნევია. მე ვსწავლობ ძილის პრობლემებს და ჩემთვის ცნობილია, რომ დილის ოთხ საათზე შეუძლებელია ნათელი აზროვნება. თქვენ გგონიათ, რომ შეძლებთ, მაგრამ სინამდვილეში არ შეგიძლიათ“.
ძილის შემსწავლელი ცენტრის წარმომადგენლის დოქტორ ჰოვარდ ვაისის აზრით, ტეჩერის გამოკვლევათა დასკვნები საფუძვლიანია. „ეს მონაცემები გვიჩვენებენ, რომ ძილის უკმარისობა ხელს უშლის მასალების ათვისებას და შესაბამისად შეუძლებელია ობიექტური ტესტირების დროს კარგი შეფასების მიღება“.