თანამედროვე ცხოვრებაში ფართოდ გავრცელდა ინტერნეტი, ინტერნეტში კი არსებობს ერთ-ერთი ყველაზე ფართოთ გავრცელებული ფორმა დასაკონტაქტებლად ელექტრონული ფოსტა. ელექტრონული ფოსტის ესეთმა გავრცელებამ კი მრავალ ადამიანს ავადმყოფობად ჩამოუყალიბდა ელექტრონულ ფოსტასთან ურთიერთობა.
ყოფილა შემთხვევები როდესაც ერთ-ერთი საქმიანი შეხვედრის დროს ელექტრონული ფოსტის სანახავად ყველას კომპიუტერიდან შევიდა; იყო მაგალითი როდესაც ფოსტაში წერილი არ იყო, თავის-თავს გაუგზავნა წერილი; ფსიქოლოგებმა აუცილებლად მიიჩნიეს და შეიმუშავეს ელექტრონული ფოსტაზე დამოკიდებულთა რეაბილიტაციის პროგრამა. ლონდონის სამეფო კოლეჯის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ასეთ ადამიანებს მკვეთრად უქვეითდებათ ახლის შეთვისების უნარი, ინგრევა მათი ფსიქიკა; 10% - ით ეცემა ინტელექტუალური კოეფიციენტი და ეს ყველაფერი ორჯერ უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე მარიხუანის მწეველებში ან ალკოჰოლიკებში.