CEO Summit ის მე-12 სესიის გახსნისას, კომპანია Microsoft-ის ოფისში, ამავე კომპანიის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა მოახდნია ახალი გამოგონების პრეზენტაცია, რომლის სახელიცაა TouchWall, რომელიც წარმოადგენს Microsoft-ის პიველი გამოგონების Microsoft Surface-ის ვერტიკალურ გამოგონებას .
TouchWall წარმოადგენს სატესტო ვერსიას, რომელიც შეიმუშავა Microsoft Research and Office Lab-მა, მას გააჩნია მულტისენსორული შეხების აღქმის უნარი. ახალი გამოგონების ძირითადი დანიშნულებაა პრეზენტაციები, საკლასო და ჯგუფური სამუშაოების შესრულება.
მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ TouchWall-თან იმუშაონ დამატებითი მოწყობილობების გარეში საკუთარი თითებით, ეკრანი იმდენად მგრძნობიარე და ზუსტია, რომ დაფასთან მუშაობა ერთდროულად რამოდენიმე კაცს შეუძლია. ახალ გამოგონებაში ჩამონტაჟებულია ინფორმაციის შენახვის Plex სისტემა, TouchWall-ის დამხარებით შესაძლებელია მუშაობა საოფისე დოკუმენტებთან, სურათებთან, მუსიკასთან და ვიდეოსთან.
ახალი გამოგონების პრეზენტაციას დაესრო ასზე მეტი მსოფლიო სამეწარმეო ლიდერი. შეგახსენებთ, რომ ამ კომფერენციაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ მაიკროსოფტის ტოპ მენეჯერების მიერ მოწვევის შემთხვევაში.
,,ამჟამად TouchWall-ის ფასი 10 000 დოლარია, თუმცაღა დროთა განმავლობაში მისი ფასი მომხმარებელთა დონემდე დაიწევს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მსგავსი მოწყობილობები გავრცელდება ყველგან: ოფისებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და უბრალო მოქალაქეების სახლებშიც კი" განაცხადა ბილ გეიტსმა.
კომპანია აპირებს 80*160 სმ-ის ზომის TouchWall-ის წარმოებას, რომელშიც ჩაწერილია საპრეზენტაციო პროგრამა Microsoft PowerPoint-ი.
ბილ გეითსი ახალ კომპიუტერთან მუშაობის დროს ვერ გაექცა უხერხულ მომენტებს და ზოგიერთი ფუნქციის შესახებ მხოლოდ თეორიულად ისაუბრა.