კომპანია პალმ-ას აღმასრულებელმა დირექტორმა კოლიგანმა ჟურნალ APC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამჟამად მიდის მუშაობა ახალ ოპერაციულ სისტემა Palm Nova-ზე.
ბოლოს ამ კომპანიამ ოპერაციული სისტემა 5 წლის წინ გამოუშვა Palm OS 5. ახალი ოპერაციული სისტემის გამოშვებას მომხმარებლები უკვე 3 წლის წინ ელოდნენ, რადგან მუშაობა იმ პერიოდში უკვე მიდიოდა.
როგორც დირექტორმა აღნიშნა ახალი ოპერაციული სისტემა დაფუძვნებულია Linux-ზე, მაგრამ არსებითად განსხვავდება სხვა Palm OS სისტემებზე. ოპერაციული სისტემა პირველ რიგში ორიენტირებული იქნება ინტერნეტ სამყაროსთან კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესებაზე. კოლიგანმა აღნიშნა, რომ ოპერაციული სისტემა იქნება ახალ პლატფორმაზე Palm 2.0 დაყრდნობით, რაც უდაოდ საუბრობს მის თანამედროვეობაზე.
ახალი ოპერაციული სისტემა როგორც აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა მზის შუქს 2009 წელს იხილავს. აგრეთვე აღნიშნა, რომ კომპანია გააგრძელებს სმარტფონების წარმოებას Microsoft Windows Mobile ოპერაციული სისტემებით.
ისინი აპირებენ რომ თავიანთი ახალი ოპერაციული სისტემა სმარტფონებისათვს Nova გამოუშვან ახალი ბრენდის ქვეშ. ახალი ბრენდი იქნება საშუალო შემოსავლიან ადამიანებზე გათვლილი. კომპანია Palm გეგმავს 3 სტილის სმარტფონების გამოშვებას ერთი დაბალფასიანი, შემდეგ საშუალო ფასიანი და მესამე კი ძვირადღირებული კოორპორატიული მოდელი.
კომპანია Palm თავის ახალ ნამუშევარს კომპიუტერულ კომპანიებს წლის ბოლოს მიაწვდის, ხოლო კომპიუტერების გაყიდვა უკვე მომავალი წლიდან დაიწყება.