ჩინეთში, არქეოლოგიური გათხრების დროს, სხვადასხვა ჭურჭელთან ერთად არქეოლოგებმა იპოვეს ჭურჭელი რომელშიც წითელი ფერის სითხე ესხა, რომელზეც ვარაუდობენ რომ იგი 2 400 წლისაა.
წინასწარი ანალიზის შედეგებით ვარაუდობენ რომ ღვინო დაამზადეს ჩჟანგოს პერიოდში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 475-სა და 221-წლებს შორის.
ჭურჭელზე თავის მოხსნის შემდეგ არქეოლოგებმა სასმლის არომატი შეისუნთქეს და პეკინში გაგზავნეს შემდეგი შესწავლისათვის.