მთავარი » 2008 » ოქტომბერი » 18 » მომხმარებელთა 40% იყენბს ბრაუზერების ძველ ვერსიებს
მომხმარებელთა 40% იყენბს ბრაუზერების ძველ ვერსიებს
12:38 PM
ინტერნეტ მომხმარებელთა მხოლოდ 59,1% იყენებს ინტერნეტ ბრაუზერის ოფიციალურ და სრულ ვერსიას, სრული პაკეტითა და შესაძლებლობებით. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ Google-ისა და IBM-ის ექსპერტები შვეიცარიაში ჩატარებული კვლევის შემდეგ. კვლევის ავტორები ირწმუნებიან, რომ ეს გაოკითხვა იყო ყველაზე მასშტაბური აქამდე ჩატარებულ კვლევებს შორის და მასში 637 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან. რესურსების კოორდინირებას კომპანია Google-ი და IBM-ი ახორციელებდნენ. პროექტი დაიწყო 2007 წლის ივნისში და ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს-დღეობით მომხმარებელთა მოთხოვნა გაიზარდა მსოფლიო ქსელებზე, ამ ქსელებში სამოძრაოდ საჭიროა ვებ-ბრაუზერები. სწორედ ეს ვებ-ბრაუზერები არიან ინტერნეტ სამყაროს უსაფრთხოების ყველაზე სუსტი რგოლები. ინტერნეტ ბრაუზერის არჩევისას დაშვებული შეცდომა შესაძლოა გახდეს მიზეზი კომპიუტერის დავირუსებისა და ინფორმაციის დაკარგვის. ერთ-ერთი დასკვნა რაც მეცნიერებმა გააკეთეს ჩატარებული კვლევის შემდეგ იყო ის, რომ მიუხედავად ბრაუზერების ხშირი განახლებებისა და უსაფრთოხების დონეების გაძლიერებისა მომხმარებლამდე ეს ახალი ვერსია მიდის ძალიან გვიან და რთულად, ხოლო დრო სანამ კომპიუტერში დაყენდება ერთი კვირა ან შესაძოა ერთი თვეც იყოს. ციურიხის ინსტიტუტის მეცნიერის სტეფან ფრაის განცხადებით პრობლემის არსი იმაშია, რომ ბრაუზერის გამოშვება დროში არის გაწელილი. იმ პერიოდში სანამ პროგრამისტები მუშაობენ ახალი ვებ-ბრაუზერის დახვეწაზე ჰაკერები უკვე ახერხებენ ახალი ვირუსების გამოშვებას და ამ ბრაუზერის უსაფრთხოების დონის დაწევას. კვლევის ჩასატარებლად მეცნიერებმა გამოიყენეს სერვერის ჟურნალები, რომლის ძირითადი მიმწოდებელი კომპანია Google-ი იყო. მკვლევარები დაადგინეს დროის რომელ მონაკვეთში რომელი ბრაუზერით სარგებლობდნენ ინტერნეტ მომხმარებლები, თუმცა მათ აღნიშნეს, რომ არცერთი ვერ-ბრაუზერი არ იძლევა საკუთარი ვერსიის შესახებ ინფორმაციას. ეს შენიშვნა არ ეხებოდა IE-ს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ Firefox-ის მომხმარებელთა 83,3% სარგებლობს ამ ბრაუზერის უახლესი ვერსიით, მეორე ადგილი დაიკავეს Apple Safari-ის მომხმარებლებმა, რომელთა 65,3% სარგებლობს ახალი ვერსიით. შემდეგ მოდიან Opera-ის მომხმარებლები და ბოლოს Internet Explorer, რომლის უახლესი ვერსიითაც სარგებლობს 47,6%. მეცნიერების აზრით Firefox-ის წარმატება მისი ავტოგანხლების დამსახურებაა. კომპანია თავის მომხმარებლებს სთავაზობს ავტოგანახლებას პროგრამის გამოსვლისთანავე.
კატეგორია: NewS | ნანახია: 669 | დაამატა: sandro-88 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ComputeR [18]
New Technology [22]
NewS [21]
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ დიზაინი?
Total of answers: 23
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა