მთავარი » 2008 » ოქტომბერი » 18 » აღმოჩენილია ახალი ვირუსი GPcode-ი
აღმოჩენილია ახალი ვირუსი GPcode-ი
12:43 PM
,,კასპერსკის ლაბორატორიამ" განაცხადა, რომ აღმოჩენილია ახალი ვირუსი სახელწოდებით GPcode. ახალმა ვირუსმა მიიღო კიდევ ერთი სახელი Virus.Win32.Gpcode.ak ეს ვირუსი სპეციალურად შემუშავებულია რათა გახსნას doc, .txt, .pdf, .xls, .jpg, .png, .cpp ტიპის ფაილები. ახალი ვირუსის გასაღების სიგრძე 1024 ბიტია, კასპერსკის ლაბორატორიას კი ყველაზე ძლიერი ვირუსი, რომელიც გაუტეხავთ არის 660 ბიტიანი. ამ სიგრძის გასაღების მოსარგებად საჭიროა, რომ ერთმა პერსონალურმა კომპიუტერმა, რომლის სიმძლავრეც 2,2Ghz-ია იმუშაოს 30 წელი. ვირუსი Gpcode-ის ავტორი ორ წელიწადში კიდევ გეგმავს უფრო თანამედროვე ვირუსის გამოშვებას, რომელსაც აღარ ექნება სისტემური შეცდომები. მომავლის ვირუსს კიდევ უფრო დიდი გასაღები ექნება. ჯერ-ჯერობით მეცნიერებმა ვერ შეძლეს ფაილის გაშიფვრა, რადგან მისი გასაღების სიგრძე 1024 ბიტია და ეს ზომა ძალიან დიდია. Virus.Win32.Gpcode.ak-ის გასაშიფრი კოდი სავარაუდოდ მხოლოდ ავტორმა იცის. ,,კასპერსკის ლაბორატორიის" თანამშრომლები კვლავ განაგრძობენ ვირუსის გატეხვაზე მუშაობას. ვირუსი აქტივაციის შემდეგ ტოვებს ._CRYPT ხელმოწერას და საქაღალდეს, რომელშიც არის !_READ_ME_!.txt დოკუმენტი. მეცნიერებმა ამ ტექსტურ დოკუმენტში არსებული ყველა სიმბოლოს გაშიფვრა ვერ მოახერხეს, თუმცა ის გაარკვიეს, რომ ავტორი ვირუსი ,,მომხმარებლებს" გასაღების ყიდვის საშუალებას აძლევს. ეს კი ტექსტური დოკუმენტის ნაწყვეტი: "Your files are encrypted with RSA-1024 algorithm. To recovery your files you need to buy our decryptor. To buy decrypting tool contact us at: ********@yahoo.com" ყველას ვინც მსგავსი ტიპის ტექსტს ნახავს თავის კომპიუტერში ,,კასპერსკის ლაბორატორიის" მეცნიერებმა სთხოვეს დაუკავშირდნენ შემდეგ მისამართზე stopgpcode@kaspersky.comელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს და აცნობონ ზუსტი დრო ვირუსის შესვლის. აგრეთვე მათ სურთ ინფორმაცია, თუ რა ხდება კომპიუტერში ვირუსის შესვლამდე 5 წუთით ადრე. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ დავირუსებული კომპიუტერის გამორთვა ან გადატვირთვა არ შეიძლება.
კატეგორია: NewS | ნანახია: 700 | დაამატა: sandro-88 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ComputeR [18]
New Technology [22]
NewS [21]
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ დიზაინი?
Total of answers: 23
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა