მთავარი » 2008 » ოქტომბერი » 18 » 2009 წლისათვის უკვე 1 მილიონი ვირუსი
2009 წლისათვის უკვე 1 მილიონი ვირუსი
12:45 PM
ექსპერტები ინტერნეტის უსაფრთხოების საკითხებში ირწმუნებიან, რომ 2009 წლისათვის ინტერნეტში 1 მილიონი ვირუსი იქნება. პროგრამა malware-ის (მავნე პროგრამა) გამომგონებლები იძულებულები არიან განაახლონ ვირუსების ბაზა ხშირ-ხშირად, რადგან უბრალო ადამიანები და ბიზნესმენები სულ უფრო და უფრო ხშირად აძლიერებენ კომპიუტერების დაცვას. ექსპერტები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ malware-ის მიერ გამოშვებული ვირუსების 25 პროცენტი სწორედ ბოლო 6 თვის განმავლობაში შეიქმნა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კომპანიის მიერ ვირუსების გამოშვება უკვე 20 წელია რაც მიმდინარეობს. დღეს უკვე მნიშვნელოვნად შემცირებულია ინტერნეტში ვირუსების რაოდენობა, რაც გამოწვეულია შიდა ქსელური უსაფრთხოების გაძლიერებით და მომხმარებელთა მეტი ინფორმირებულობით. ჰაკერებიც ახალ-ახალ ხერხებს ეძებენ მომხმარებელთა მოსატყუებლად. მათ მავნე ინტერნეტ ფანჯრები ოფიციალურ საიტებად აქციეს. კომპიუტერის ვირუსით შეპყრობის მომენტი ხდება მომხმარებლისგან უხილავად, ხშირად ამას მისივე პერსონალური კომპიუტერიც ვერ ამჩნევს, რადგან საიტი ითხოვს რაღაც კოდს, რომელიც თითქოსდა მართვას ექვემდებარება, სინამდვილეში ამ კოდით ვირუსი აქტიურდება. იმ დროს როდესაც ვირუსების რაოდენობა მატულობს, მათი შემჩნევა უფრო და უფრო რთულდება, რადგან malware ,,მუშაობის" ტაქტიკას ცვლის. თუ ვირუსების გამოგონების ტენდენცია არ შეჩერდება 2009 წლის დასაწყისისათვის მათი რაოდენობა 1 000 000-ს მიაღწევს.
კატეგორია: NewS | ნანახია: 742 | დაამატა: sandro-88 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ComputeR [18]
New Technology [22]
NewS [21]
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ დიზაინი?
Total of answers: 23
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა