საძიებო სისტემების ბაზარზე Google-ის წილი შემცირდა
12:48 PM
2008 წლის თებერვალში საძიებო სისტემების მსოფლიო ბაზარზე Google-ის წილი შემცირდა. აღნიშნული ინფორმაცია კომპანია comScore-მა ახალი მონაცემების საფუძველზე გაავრცელა.
Google-ის წილმა გლობალურ ბაზარზე 62,8% შეადგინა, რაც 0,3%-ით ნაკლებია იანვრის თვის მაჩვენებელზე, საძიებო მოთხოვნების რაოდენობა კი 6,14 მილირდიდან 5,86 მილიარდამდე შემცირდა. "ჩვენ თვალს ვადევნებთ ინტერნეტ-ძიების ბაზარის ზრდის ტემპების კლებას. Google-ის წილის დაცემა საკმაოდ მოულოდნელი იყო, თუმცა შემცირდა სხვა მსხვილი საძიებო სისტემების პოპულარობაც",-აღნიშნა Jefferies & Co-ს ანალიტიკოსმა იუსეფ სკუალიმ.