მთავარი » 2008 » ოქტომბერი » 19 » ახალი iPhone
ახალი iPhone
5:03 PM
სულ ახლახანს კომპანია Apple-ის ხელმძღვანელმა სტივენ ჯობსმა სან-ფრანცისკოში გამართა პრესკომფერენცია სადაც წარადგინა ახალი iPhone, რომელსაც აქვს მესამე თაობისა და GPS ნავიგაციის ფუნქციები. მობილურის დიზაინი მცირედით შეიცვალა. მისი უკანა მხარე ახლა უკვე პლასტმასიაა, ნაცვლად რკინისა. სულ ახლახანს კომპანია Apple-ის ხელმძღვანელმა სტივენ ჯობსმა სან-ფრანცისკოში გამართა პრესკომფერენცია სადაც წარადგინა ახალი iPhone, რომელსაც აქვს მესამე თაობისა და GPS ნავიგაციის ფუნქციები. მობილურის დიზაინი მცირედით შეიცვალა. მისი უკანა მხარე ახლა უკვე პლასტმასიაა, ნაცვლად რკინისა. ახალი iPhone-ის კუთხეები უფრო მომრგვალებულია. თუმცა რაც ყველაზე მთავარი იყო დისპლეის ზომა და გაფართოვება არ შეცვლილა. ყოველივე ზემოთაღნიშნული ცვლილების წყალობით მობილური 2 გრამით უფრო მსუბუქი გახდა. Apple-მა თავის ახალ ქმნილებას გაუუმჯობესა აკუმულატორი და ის ლოდინის რეჟიმში უკვე 300 საათს ძლებს, მეორე თაობის ქსელებში ლაპარაკის დროს ნაცვლად ძველი დროის 8 საათის ნაცვლად იგი 10 საათს ძლებს, ხოლო რაც შეეხება მესამე თაობის ზარებს იგი 5 მუშაობს. დღემდე არსებული ყველა მესამე თაობის აპარატი 3G ქსელში საუბრის დროს აკუმულატორის გამო შეზღუდული იყო და ძლებდა მხოლოდ 3 საათი.
პრეზენტაციაზე მოხდა ძველი და ახალი მოდელების შედარება. ახალმა iPhone-მა შეძლო ინტერნეტ გვერდების გახსნა ორჯერ სწრაფად ვიდრე ამას წინა მოდელი აკეთებდა და 36%-ით უფრო სწრაფად ვიდრე ნოკია N95-მა, რომელიც ერთ-ერთი ლიდერი. ახალ ტელეფონში ჩადგმულია Assisted GPS ნავიგაციის სისტემა, რომელიც იძლევა საშუალებას დადგინდეს ტელეფონის ადგილმდებარეობა იმ შემთხვევაშიც კი თუ თანამგზავრის სიგნალის სიხშირე ძალზედ დაბალია. ახალი მოდელი გაყიდვაში ერთდროულად 22 ქვეყანაში გავა 11 ივლისიდან, სულ ცოტა ხანში კი ქვეყნების რაოდენობა 70-ს მიაღწევს. პრეზენტაციაზე გამოქვეყნდა იმ ქვეყნების სია სადაც გაიყიდებოდა მესამე თაობის iPhone-ი, ამ სიაში ვერ მოხვდა რუსეთი. კომპანია გეგმავს წლის ბოლოსათვის 10 მილიონი აპარატის გაყიდვას. მობილური აპარატის ფასი რომლის მეხსიერებაც იქნება 8 გბ შეადგენს $199, ხოლო 16 გბ — $299. ეს სენსაციურად დაბალი ფასი არის. მიზეზი კი ის არის, რომ iPhone-ი აღარ არის ძვირადღირებული ბრენდი. იგი გადავიდა კომპანია ნოკიასთან კონკურენციის ახალ ეტაპზე, რომლის დაძლევასაც დაბალი ფასებით გეგმავს. ფასის დაცემის რეალური მიზეზი კი ის არის, რომ 3G, GPS ფუნქციების ჩატვირთვა ტელეფონში საგრძნობლად გაიაფდა, ხოლო კორპუსი ნაცვლად რკინისა უკვე პლასტმასია, რამაც ხელი შეუწყო მის გაიაფებას. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ კორპუსის მასალის შეცვლა ხარისხის დაცემას არ გამოიწვევს. თუმცა ამ თითქოსდა სასიკეთო ცვლილებამ გამოიწვია კომპანია Apple-ის აქციებზე ფასების დავარდნა.
კატეგორია: New Technology | ნანახია: 917 | დაამატა: sandro-88 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ComputeR [18]
New Technology [22]
NewS [21]
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ დიზაინი?
Total of answers: 23
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა