მთავარი » 2008 » ოქტომბერი » 12 » Nokia Morphy - ეს მობილურია??
Nokia Morphy - ეს მობილურია??
10:36 PM
ეს არის ახალი თაობის ტელეფონი რომელიც წარმოდგენილია ნოკიასა და კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ, ტელეფონი წარდგენილია ნიუ იორკის გამოფენაზე Design and the Elastic Mind. ტელეფონი არის სრულიად ელასტიური და შეუძლია მიიღოს ის ფერი რაც თქვენ გინდათ, ანუ თქვენ გადაუღებთ რამეს სურათს და ტელეფონი გახდება ზუსტად იმ სურათის ფერი.
Morphy-ს ერთ-ერთი მაგარი თვისება ისაა რომ მას შეუძლია ნებისმიერი მტვერისა და სითხის თავიდან მოცილება, მისი ზედაპირი არ იღებს არანაირ უცხო სხეულს. ტელეფონის გამოსვლა იგეგმება 2 წელიწადში და Supertrater.co.uk -ის თქმით 700 ევრო ეღირება
ნოკიასა და კემბრიჯის უნივერსიტეტის წამოწყება მორფი – ნანოტექნოლოგიური კონცეფტუალური მოწყობილობა 2008 წლის თებერვალი ნიუ–იორკი, აშშ და ესპოო, ფინეთი – მორფი, ნოკიას კვლევითი ცენტრისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ერთობლივი ნანოტექნოლოგიური კონცეფცია, რომლის პრეზენტაცია გაიმართა დღეს „დიზაინისა და ელასტიური გონების“ გამოფენაზე. გამოფენა 2008 წლის 12 მარტამდე გასტანს ნიუ–იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. მორფი წარმოდგენილია როგორც გამოფენის კატალოგში, ასევე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ოფიციალურ ვებ–გვერდზე. მორფი ესაა კონცეფცია იმაზე, თუ როგორ წელვადი და მოქნილი შეიძლება იყოს მომავლის მობილური მოწყობილობა, რომელის მომხმარებელს მოწყობილობისათვის რადიკალურად განსხვავებული ფორმების მიცემის საშუალებას მისცემს. ის ფუნქციონალურად სრულყოფილია და აქვს ნანოტექნოლოგიისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი: მოქნილი მასალა, გამჭვირვალე ელექტრონიკა, და თვით–წმენდადი ზედაპირები. ნოკიას უფროსმა ტექნოლოგიურმა ოფიცერმა დოქტორმა ბობ იანუჩმა აღნიშნა: „ნოკიას კვლევითი ცენტრი ეძებს მობილური მოწყობილობების ფორმებისა და ფუნქციების ხელახლა გამოგონების გზებს; კონცეფცია მორფი ადასტურებს, რომ ეს შესაძლებელია“. კემბრიჯის უნივერსიტეტში ნოკიას კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი დოქტორი ტაპანი რიანენი აღნიშნავს: „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ხელოვნებისა და მეცნიერების ეს კომბინაცია ფართო აუდიტორიას გააცნობს პოტენციურ ნანომეცნიერებას. ჩვენს მიერ წარმოებული კვლევები ამისათვის ფუნდამენტურია, რამდენადაც ჩვენ ვეძებთ ახალი მასალების გამოყენების უსაფრთხო და კონტროლირებად გზებს“. კემბრიჯის უნივერსიტეტის საინჟინრო ნანოტექნოლოგიური დეპარტამენტის ხელძღვანელი და ნოკია–კემბრიჯის თანამშრომლობის დირექტორი პროფესორი მარკ ველანდი აღნიშნავს: „კონცეფცია მორფის განვითარებამ ნოკიასთან ერთად ჩვენ მოგვცა ფოკუსი, რომელიც გვანიჭებს აღმაფრენას და რაც უფრო მნიშვნელოვანია ტექნოლოგიურ განრიგს გვაწვდის ჩვენი ერთობლივი ნანო–სამეცნიერო კვლევებისათვის; ეს ჩვემი მომავალი თანამშრომლობის სტიმულია“. ნოკიასა და კემბრიჯის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა 2007 წლის მარტში გაცხადდა – კერძოდ მხარეებს შორის მიიღწა შეთანხმება ხანგრძლივი ერთობლივი კვლევითი პროექტების წარმოების შესახებ. ნოკიას კვლევითმა ცენტრმა უნივერსიტეტის დასავლეთ კემბრიჯის ტერიტორიაზე კვლევითი პუნქტი ჩამოაყალიბა და თანამშრომლობს რამდენიმე დეპარტამენტთან – დასაწყისში ნოკიას კვლევიი ცენტრი თანამშრომლობდა საინჟინრო ფაკულტეტის ნანომეცნიერებისა ცენტრთან და ელექტრულ განყოფილებასთან; თანამშრომლობა მოიცავდა პროექტებს ნანომეცნიერების სფეროში. მორფის ელემენტები შესაძლებელია ხელმისაწვდომი გახდეს მომავალი 7 წლის განმავლობაში, კერძოდ შესაძლებელია მოხერხდეს ამ ელემენტების ინტეგრირება ზოგიერთ ხელით სატარებელ მოწყობილობაში, თუმცა ეს დასაწყისში ძალიან ძვირადღირებული იქნება. მაგრამ ოდესმე ნანოტექნოლოგიამ შეიძლება იაფფასიან წარმოებას დაუდოს საფუძველი და მოხერხდეს რთული ინტეგრირებული ელემენტების გამოყენება ხელმისავდომ–ფასიან მოწყობილობებშიც. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებ–გვერდები: www.moma.org/elasticmind და http://www.nokia.com/A4126514 ფოტოები იხილეთ ვებ–გვერდზე: www.nokia.com/press -> Photos -> Corporate - Research and Development. ნოკიას კვლევითი ცენტრი ნოკიას კვლევითი ცენტრი სცილდება ნოკიას არსებულ საქმიანობას და დაკავებულია ახალია პროდუქციის განვითარებითა და კომპანიის მიმართულებისათვის სტიმულის განახლებით. მჭდროდ თანამშრომლობს რა ნოკიას ბიზნესს განყოფილებასთან, ნოკიას კვლევითი ცენტრი ეძიებს ახალ მიმართულებებს ციფრული მოწყობილობების, ფიზიკურ–ციფრული კავშირების, ადამიანური ინერაქცის, მონაცემთა ტექნოლოგიების, მოწყობილობათა არქიტექურის დარგში. ნოკიას კვლევითი ცენტრი ხელს უწყობს ღია ინოვაციას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად კვლევით პროექტებზე მუშაობის გზით.
კატეგორია: New Technology | ნანახია: 1399 | დაამატა: sandro-88 | რეიტინგი: 4.0/1 |
სულ კომენტარები: 1
2009-09-25
1. geo [Entry]
dzaan magada dzaan momewona ro gamova unda viyido:D:D:D:D

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ComputeR [18]
New Technology [22]
NewS [21]
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ დიზაინი?
Total of answers: 23
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა